Belive

თემურ ჩოგაძე: "ასტანა - დინამოს წყვილში ფავორიტს ვერ დავასახელებ - საინტერესო დუელი გველის"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

2023/24 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წინ, რომელშიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "დინამო თბილისი" ყაზახეთის ჩემპიონატის ოქროსმედალოსანს, "ასტანას" უნდა დაუპირისპირდეს, ყაზახურმა მედიამ ქართველ ლეგიონერთან, ყარაღანდის "შახტიორის" შემტევ ნახევარმცველთან, თემურ ჩოგაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

"ძალიან საინტერესო მატჩი გველის. ვფიქრობ, რომ ამ წყვილში ორივე გუნდის შანსები თანაბარია. გახდება თუ არა ხელოვნური მოედანი "ასტანა არენაზე" გადამწყვეტი ფაქტორი? ვფიქრობ, ეს მხოლოდ მცირე უპირატესობას მისცემს მასპინძლებს შეხვედრის დასაწყისში, შემდეგ კი თამაში შეიძლება თანაბარი გახდეს.

"ასტანა" საშინაო მატჩებს ყოველთვის კარგად თამაშობს, თანაც, ევროპული რანგის მატჩებზე სტადიონზე გულშემატკივართა დიდი რაოდენობა იყრის თავს.

რაც შეეხება ქართულ კლუბს, "დინამო" ძალიან კარგი გუნდია, ფეხბურთელების კარგი სელექციით. 

ამ წყვილში ფავორიტის დასახელება რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ორივე მატჩი ძალიან საინტერესო იქნება", - თქვა 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა.

თემურ ჩოგაძე "შატხიორში" 2022 წლის 7 ივლისს "გაგრადან" გადაბარგდა და მას შემდეგ ჩატარებულ 31 მატჩში 7 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

“დინამო თბილისისა” და “ასტანას” პირველი მატჩი 13 ივლისს, ასტანაში გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი 19 ივლისს, თბილისში, “დინამო არენაზე” შედგება.

სხვა სტატიები