ვალენსიას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ვალენსიამ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად ხავიერ აგირე წარადგინა.
67 წლის მექსიკელი სპეციალისტი ესპანურ გუნდს კარლოს კორბერანის გათავისუფლების შემდეგ ჩაუდგა სათავეში.
აგირეს კონტრაქტი ვალენსიასთან 2027 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. შეთანხმება შესაძლოა ავტომატურად გაგრძელდეს კიდევ ერთი სეზონით, თუ გუნდი ევროპული ტურნირის საგზურის მოპოვებას მოახერხებს.
გამოცდილ და ტიტულოვან მწვრთნელს ხანგრძლივი კარიერა აქვს, მათ შორის ესპანეთში. კარიერის განმავლობაში ის ატლასს, პაჩუკას, ოსასუნას, მადრიდის ატლეტიკოს, სარაგოსას, ესპანიოლს, ალ-ვაჰდას, მალიორკას, ლეგანესს, მონტერეის, იაპონიის ნაკრებს ხელმძღვანელობდა, მექსიკის ნაკრები კი 3 ვადით ჰყავდა ჩაბარებული, მათ შორის გასულ მუნდიალზე, სადაც მერვედფინალში გაიყვანა.