Belive

თამაშის გმირი - ვილიარეალს მიქაუტაძემ მოაგებინა

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში, ვალენსიურ დერბიში, ვალენსიამ ვილიარეალს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

გიორგი მიქაუტაძეს ძირითად შემადგენლობაში არ დაუწყია, თუმცა ამ შეხვედრის გმირად იქცა. ანგარიში მასპინძლებმა 38-ე წუთზე, პეპელუს პენალტით გახსნეს.

სტუმრები ვერაფერს ახერხებდნენ იქამდე, სანამ 66-ე წუთზე სამმაგი ცვლილება არ განხორციელდა - ამ დროს შემოვიდა მიქაუტაძეც და უკვე 3 წუთში ცვლილებებმა შედეგი მოიტანა. ვილიარეალმა ფრიმანის თავურით გაათანაბრა.

79-ე წუთზე პაპე გეიემ წითელი ბარათი მიიღო და სტუმრები 10 კაცით დარჩნენ, თუმცა 89-ზე ჰარვი ელიოტმა ერთდროულად მიიღო ორი ყვითელი და მანაც დატოვა მოედანი. ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 96-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ბრწყინვალე გოლით მოაგებინა ვილიარეალს. ქართველის შეფასება (7.1-დან 7.6-დეა).

გიორგისთვის ეს მესამე გოლი იყო ესპანეთის ჩემპიონატში.

10 ტურის შემდეგ ვილიარეალს 12 ქულა აქვს და მერვე პოზიციაზეა.

სხვა სტატიები