ვალენსიამ მამარდაშვილს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელობა მიულოცა
4 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი, გამოკითხვის შედეგად, გიორგი მამარდაშვილი გახდა. ქართველი მეკარის კლუბმა გიორგის ეს აღიარება საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიულოცა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვით გიორგი მამარდაშვილი ქვეყნის 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. დაჯილდოების ცერემონია თბილისში 27 დეკემბერს გაიმართა.
მამარდაშვილი მანამდე ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად ქართულმა გაზეთმა „სარბიელმა“ დაასახელა. ამჯერად კი მიიღო ჯილდო, რომელიც 2020 წლიდან 2023 წლამდე ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცემოდა. ცოტა ხნის წინ პარიზში გამართულ ოქროს ბურთის ცერემონიაზე მამარდაშვილმა „იაშინის ჯილდოს“ გამოკითხვაში მე-7 ადგილი დაიკავა.
გიორგიმ ლა ლიგის მეკარეებში სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ ყველაზე მეტი მატჩი (71) ჩაატარა და შიდა შეჯიბრებებში „მშრალად“ ჩატარებული თამაშების რაოდენობით (13) საკუთარი რეკორდი მოხსნა. უნაი სიმონთან ერთად გიორგიმ ყველაზე მეტი პენალტი (3) მოიგერია, ხოლო მარტში ნომინირებული იყო 23-წლამდელთა შორის წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე.
ზაფხულში ევრო 2024-ზე საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩის MVP გახდა, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპების ისტორიაში მოგერიებული ბურთების რაოდენობით მეორე ადგილზე გავიდა - ვკითხულობთ ვალენსიას საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში