Belive

ვალენსიამ მამარდაშვილის შემცვლელი აირჩია და ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს რომ დატოვებს, ეს თითქმის გადაწყვეტილი ამბავია.

მთელი წლის განმავლობაში აქტიური საუბარი მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ 22 წლის ქართველი მეკარე კლუბს შეიცვლის, ბოლო რამდენიმე დღე კი განსაკუთრებულად ლონდონის "ტოტენჰემი" გააქტიურდა, რომელიც ფეხბურთელის დამატებით უკვე დიდი ხანია ინტერესდება.

როგორც უახლოესი საათების განმავლობაში ესპანურ მედიაში გავრცელებული ცნობებით ირკვევა, "ვალენსიამ" გიორგი მამარდაშვილის შემცვლელის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო და ეს ქართველის მიერ კლუბის შეცვლის კიდევ ერთ არგუმენტად შეიძლება ჩაითვალოს.

კონკრეტულად, "ღამურები" ყოფილი მეკარის - ვისენტე გუაიტას დაბრუნებას აპირებენ, "კრისტალ პალასის" გოლკიპერი ვალენსიელთა აღზრდილია და ამ კლუბის მთავარი გუნდის შემადგენლობაში 2008-14 წლებში 113 მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება ქართველ მეკარეს, 2022/23 წლების სეზონში გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” შემადგენლობაში 42 მატჩში 49 გოლი გაუშვა და 9-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

ამჟამად მამარდაშვილის მიმართ ინტერესი ინგლისის პრემიერ ლიგის გრანდებს, “მანჩესტერ იუნაიტედს”, ლონდონის “ჩელსის”, “ტოტენჰემს”, “ასტონ ვილას” და “ლესტერ სიტის”, ასევე პორტუგალიურ “პორტუს” აქვთ.

სხვა სტატიები