Belive

გიორგი მამარდაშვილი ევრო 2024-ის ხუთ გამორჩეულ ფეხბურთელს შორის მოხვდა

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

straitstimes-მა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე 5 ფეხბურთელი დაასახელა, რომელმაც მოლოდინები სასიამოვნოდ გაამართლა და თავისი სახელი ტურნირის ისტორიაში ჩაწერა. ხუთეულში გაჩემპიონებული ესპანეთის ნაკრების შემტევი, დანი ოლმო, ნახევარფინალში გასული ნიდერლანდების თავდამსხმელი, კოდი გაკპო, ფინალისტი ინგლისის ნაკრების ახალწვეული კობი მაინო, გამოცდილი ავსტრიელი ნახევარმცველი, მარსელ საბიტზერი და საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი იმყოფება.

"საქართველოს ნაკრების პლეი-ოფში გასვლაში გიორგი მამარდაშვილის წვლილი ძალიან მაღალია. მზარდ საფეხბურთო ერს ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო გამოსვლის დროს მერვედფინალში გასვლის საქმეში ტანმაღალი მეკარე დამაჯერებლობას მატებს.

23 წლის მეკარემ ტურნირის განმავლობაში ოთხ მატჩში ითამაშა და ბურთი 29-ჯერ მოიგერია, რაც ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგია 2008 წლის შემდეგ (იგორ აკინფეევი 32 მოგერიებით).

გიორგი მამარდაშვილის თამაში ლა ლიგის მაყურებლისთვის უცხო ნამდვილად არ არის, "ვალენსიას" მეკარე წინა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესოა", - წერს straitstimes.

გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც Whoscored-ის ვერსიით, ტურნირის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, უახლოეს კონკურენტებს 11 მოგერიებით გაუსწრო. უახლესი ინფორმაციების მიხედვით, მისი ტრანსფერით, ევროპის საუკეთესო გუნდები ინტერესდებიან.

სხვა სტატიები