ვახტანგ სალიამ ტრავმა მიიღო და სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს
ნიუკასლის ქართველმა ფეხბურთელმა ვახტანგ სალიამ ტრავმა მიიღო და სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს, ინფორმაციას shields gazette აქვეყნებს. 18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ბოლო დროს არაერთი ტრავმა მიიღო, სალიას ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუხებდა და ამის გამო 7 თვე გამოტოვა. ტრავმიდან დაბრუნებულს 21-წლამდელთა ნაკრებში დებიუტი ჰქონდა და ირლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებთან გოლიც გაიტანა.
ვახტანგ სალიამ პრემიერ ლიგა 2-ის ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ლესტერის წინააღმდეგ გოლის გატანაც შეძლო, ხოლო ოთხი დღის შემდეგ ბლექბერნთან შეხვედრაშიც ითამაშა.
წყაროს ინფორმაციით ჯერჯერობით უცნობია თუ რა ტიპის ტრავმასთან გვაქვს ამჯერად საქმე, ეს შესაძლოა ბარძაყის კუნთის ტრავმის გამეორებაა ან ახალი. არ არის დადასტურებული არც ფეხბურთელის დაბრუნების დრო, თუმცა სეზონი თითქმის დასრულებულია და სალია მოედანზე მომავალ სეზონამდე არ დაბრუნდება.
ნიუკასლ იუნაიტედმა ვახტანგ სალია 2025 წლის დასაწყისში 1 მილიონ ევროდ შეიძინა.