Belive

ბრუნო გიმარაეშს ნიუკასლიდან წასვლა სურს - მთავარი ფავორიტი არსენალია

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

არსენალს ბრუნო გიმარაეშის ტრანსფერის დახურვა სურს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა ნიუკასლს აცნობა, რომ მიმდინარე ზაფხულში „სენტ ჯეიმს პარკის“ დატოვება სურს. ლონდონური კლუბი ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და გიმარაეშს ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ განიხილავს, რათა დეკლან რაისისთან ერთად შუა ხაზი გააძლიეროს.

ეს დიდი დანაკლისი იქნება ედი ჰაუს გუნდისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, გიმარაეშმა კლუბს ტრანსფერის სურვილი უკვე აცნობა. 28 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ის 2022 წელს ლიონიდან გადასვლის შემდეგ გუნდის ნახევარდაცვის ლიდერი გახდა, თუმცა ახლა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს.

ნიუკასლი კაპიტნის გაყიდვას არ ჩქარობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუნდი უკვე დატოვეს სანდრო ტონალიმ და ენტონი გორდონმა. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის წარმომადგენლებმა მისი მომავლის შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს და ტრანსფერის შესაძლო საწყის ფასად დაახლოებით 60 მილიონი ფუნტი დაასახელეს. მიუხედავად იმისა, რომ „კაჭკაჭები“ ლიდერის შენარჩუნებას შეეცდებიან, ლონდონიდან ზეწოლა იზრდება. 

გიმარაეშის არსენალში გადასვლა რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს მოქმედი ნახევარმცველების როლებზეც. განსაკუთრებით შეიძლება შეიცვალოს მარტინ სუბიმენდის მდგომარეობა, რომლის ადგილი ძირითად შემადგენლობაში უკვე აღარ იქნება გარანტირებული. დიდი ალბათობით, კლუბს დატოვებს დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ნორგორი. 

სხვა სტატიები