უზბეკეთი გახდა მე-19 ქვეყანა, რომელსაც პრემიერლიგაში მხოლოდ 1 წარმომადგენელი ჰყოლია
,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,ლანსიდან'' 20 წლის ცენტრალური მცველი, აბდუკოდირ ხუსანოვი იყიდა. ,,ქალაქელებმა'' ფეხბურთელთან 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
ხუსანოვი პირველი უზბეკია, რომელიც პრემიერლიგის გუნდის ღირსებას დაიცავს. უზბეკეთი კი იმ 18 ქვეყანას შეუერთდა, რომლებსაც პრემიერლიგაში მხოლოდ 1 წარმომადგენელი ჰყოლიათ:
ინდონეზია - ჟორდი ამატი
სომხეთი - ჰენრიკ მხითარიანი
მალტა - დაილან კერი
კენია - ვიქტორ ვანიამა
ბანგლადეში - ხამზა ჩაუდრი
ერაყი - ალი-ალ ჰამადი
ფილიპინები - ნილ ეტერიჯი
პაკისტანი - ზეშ რეჰმანი
ომანი - ალი ალ-ჰაბსი
ეკვატორული გვინეა - პედრო ობიანგი
კუბა - ონელ ერნანდესი
გვატემალა - ნათანიელ მენდეზ-ლაინი
ფარერის კუნძულები - გუნარ ნილსენი
დომინიკელთა რესპუბლიკა - ხუნიორ ფირპო
გიბრალტარი - დენი ჰიგინბოტამი
სურინამი - რაიან დონკი
ტანზანია - მბვანა სამატა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - ფრედერიკ ნიმანი
ინგლისური მედიის ცნობით, ,,მანჩესტერ სიტიმ'' ფრანგულ გუნდს ხუსანოვის სანაცვლოდ 40 მილიონ ევრომდე გადაუხადა.
მიმდინარე სეზონში უზბეკმა მცველმა ,,ლანსის'' მაისურით 16 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. ოქტომბერში ხუსანოვი ლიგა 1-ის თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.