სეზონის ბოლო საშინაო მატჩში ემილიანომ იტირა - ეს დამშვიდობებაა
როგორც ჩანს, ემილიანო მარტინესი ვილა პარკზე გულშემატკივრებს დაემშვიდობა მას შემდეგ, რაც ასტონ ვილამ, 2024-25 წლების სეზონის ბოლო საშინაო მატჩში, ტოტენჰემი 2:0 დაამარცხა. მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულ მეკარეს მოედნის დატოვებისას თვალები ცრემლებით აევსო.
Emiliano Martinez, sezonun son iç saha maçının ardından Aston Villa taraftarlarına duygu dolu şekilde el salladı.
— De Marke Sports (@demarkesports) May 17, 2025
Takımdan ayrıldığı takdirde yolu Türkiye'ye düşer mi? pic.twitter.com/ThOq5bLfei
ჟურნალისტ გასტონ ედულის თქმით, არგენტინელი მეკარე, 2024-25 წლების სეზონის ბოლოს ასტონ ვილას დატოვებს. მას ორი წამყვანი ევროპული კლუბისგან აქვს შეთავაზებები, ასევე საუდის არაბეთის პრო ლიგის ერთ-ერთ გუნდსაც სურს მეკარის დამატება. თუმცა, 32 წლის ფეხბურთელი, სავარაუდოდ, უარს იტყვის საუდის არაბეთის შეთავაზებაზე, რათა დარჩეს ევროპის უმაღლეს დონეზე და მოემზადოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის.
უნაი ემერის გუნდი სეზონის ბოლო თამაშს 25 მაისს „ოლდ ტრაფორდზე“ მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ჩაატარებს. შესაძლოა, ეს მარტინესისთვის, ასტონ ვილას რიგებში ჩატარებული ბოლო თამაში იყოს.