Belive

უცნობი ისტორია: რატომ თქვა სევილიამ კვარაცხელიას დამატებაზე უარი?

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ესპანური გამოცემა orgullobiri.com-ი საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გამოცემის მასალიდან ვიგებთ, 22 წლის ქართველი ვარსკვლავის დამატებასთან ლა ლიგის წარმომადგენელი "სევილია" ინტერესდებოდა.

"ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ "სევილია" 2021 დაინტერესებული იყო ქართველი ფეხბურთელის შეძენით, როდესაც საუბარი დაახლოებით 6 მილიონ ევროზე იყო. ასევე, ინტერესს "ვალენსია" და "ლევანტეც" იჩენდნენ. თუმცა, მოთამაშეთა აგენტის, პაბლო სეიასის თქმით, "სევილიას" სპორტულმა დირექტორმა, მონჩიმ გადაწყვიტა უარი ეთქვა შემოთავაზებაზე, რადგან მას უკვე ჰყავდა ისეთი მოთამაშეები, რომლებმაც ეს პოზიცია დაიკავეს, კვარაცხელიაში კი პოტენციალს ვერ ხედავდა.

სეიასი თვლის, რომ კვარაცხელია ამჟამად დაახლოებით 100 მილიონი ევრო ღირს და შეიძლება იყოს შესაფერისი ფეხბურთელი ისეთი გუნდებისთვის, როგორიც მადრიდის "რეალი" ან "ბარსელონაა", თუმცა თვლის, რომ ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უფრო სავარაუდოა, რომ ის პრემიერ ლიგაში ითამაშებს, რადგან ინგლისში ფეხბურთელების დასამატებლად უფრო მეტი თანხის გადახდა შეუძლიათ.

საბოლოოდ, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიმ" ოდნავ უფრო მაღალ ფასად დაიმატა, ვიდრე ამას წარსულში აკეთებდა", - წერს ესპანური გამოცემა.

ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 29 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 13 საგოლე პასი გაკეთებული. მის აქტივში ასევე 5 მოპოვებული პენალტია. 

სხვა სტატიები