ცნობილია როდის დაუბრუნდებიან პსჟ-ს ფეხბურთელები ვარჯიშს
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პსჟ-ს ფეხბურთელები სამშობლოში ბრუნდებიან. Le Parisien-ის ცნობით ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელები ვარჯიშს იმის მიხედვით დაუბრუნდებიან რაც უფრო შორს გავიდნენ მუნდიალზე, გამოქვეყნდა თითოეული ფეხბურთელის დაბრუნების თარიღიც.
პირველ რიგში რაც ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე საინტერესოა ხვიჩა კვარაცხელია უკვე მზადყოფნაშია, ასევე ლუის ენრიკეს მითითებებს მოისმენენ პირველივე დღიდან მატვეი საფონოვი, ლუკას შევალიე, ილია ზაბარნი, ლუკას ბერალდო, დრო ფერნანდესი და სენი მაიულუ, ეს პირველი დღე სამედიცინო ტესტების სერიას დაეთმობა.
პარიზული კლუბი თითოეული მოთამაშისთვის ოთხი კვირის შვებულების მიცემას გეგმავს, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ გამოითვლება მათი ეროვნული ნაკრების გამოვარდნის დღიდან.
წყაროს ცნობით გამონაკლისი იქნება ფაბიან რუისისა და ხუთი ფრანგი ნაკრების ფეხბურთელისთვის, ესენია: ლუკას ერნანდესი, უორენ ზაირ-ემერი, დეზირე დუე, ბრედლი ბარკოლა, უსმან დემბელე და ახალწვეული ლუკას დინი. მათი დასვენების პერიოდი სამი კვირით უნდა შემოიფარგლოს. 1/8 ფინალში გამოვარდნილი ვილიან პაჩო (ეკვადორი) და იბრაჰიმ მბაიე (სენეგალი) აგვისტოს დასაწყისში დაბრუნდებიან.
რაც შეეხება ვიტინიას, ჟოაო ნევეშს (პორტუგალია) და მარკინიოსს (ბრაზილია), რომლებიც ტურნირს 1/8 ფინალში გამოეთიშნენ, მათი მონაწილეობა სუპერთასის გათამაშებაში ლანსის წინააღმდეგ, 16 აგვისტოს არ არის გამორიცხული. ხოლო ესპანეთთან დაშავებული ნუნო მენდეში სრულ ფორმაში დაბრუნებას დროულად დაიწყებს. აშრაფ ჰაკიმი (მაროკო), რომელიც ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა, შესაძლოა ცოტა მოგვიანებით დაბრუნდეს.
Les dates de retour des Mondialistes du PSG sont connueshttps://t.co/3EZXMzFGAP
— Foot Mercato (@footmercato) July 21, 2026