Belive

უცნობი ისტორია - რატომ არ შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი ბოლონიაში?

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ვეტერანმა სპორტულმა დირექტორმა, რინო ფოსკიმ, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა კლუბში მუშაობდა საინტერესო ისტორია გაიხსენა და თქვა, რომ რამდენიმე წლის წინ, სერია A-ს წარმომადგენელი "ბოლონია", საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ამჟამინდელი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით იყო დაინტერესებული, თუმცა მისი ტრანსფერი საპასპორტე პრობლემის გამო არ შედგა.

"დღეს ბევრი ამბობს, რომ კვარაცხელიას ადრეული წლებიდანვე იცნობდა, თუმცა ჩვენ მასზე მცირედი ინფორმაცია რეალურად გვქონდა.

ორი წლის წინ მასზე პირველად ველაპარაკე ბიგონს, რომელიც მაშინ "ბოლონიას" სპორტული დირექტორი იყო, თუმცა საბუთებთან დაკავშირებული პრობლემა შეიქმნა.

ახლა მისით და ვიქტორ ოსიმენით უკვე "ნაპოლი" სარგებლობს და ამის გამო კრისტინო ჯიუტოლის უნდა მივულოცო. "ნაპოლის" ვალი არ აქვს, მაშინაც კი, როცა ყველა გუნდს გაუჭირდა, ეს ნიშნავს, რომ მთელი კლუბი კარგად მუშაობს.

იტალიაში ფეხბურთი იტანჯება, მაგრამ დე ლაურენტისი მართალია, რომ იცავს თავისი ფეხბურთელების მაღალ ფასს. შესაბამისად, ყველამ იცის, რომ იტალიაში ბევრი ღირებული მოთამაშეა, ასე რომ, ვნახავთ რა მოხდება.

ჩემპიონატში მათ სტრესი აღარ აქვთ, შესაბამისად ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გასვლაც შეუძლიათ, რადგან საამისოდ ყველაფერი გააჩნიათ", - თქვა რინო ფოსკიმ.

მსოფლიო ფეხბურთის ქართველ 21 წლის ამომავალ ვარსკვლავს მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი, 12 საგოლე პასი გაკეთებული და 4 პენალტი მოპოვებული.

სხვა სტატიები