"კვარამ და ოსიმენმა ნაპოლი უნდა დატოვონ" - ბეჰრამი
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ატალანტასთან" 0:3 მარცხის შემდეგ, "ნაპოლის" მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულში მოხვედრა შეძლონ.
"ნაპოლიმ" პრინციპულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ითამაშა - ვიქტორ ოსიმენი კი აქტიურობდა, თუმცა, ნიგერიელმა გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ვალონ ბეჰრამიმ მატჩის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კვარა და ოსიმენი უნდა წავიდნენ.
"ნაპოლიმ" დაკარგა ფეხბურთელები, რომლებიც გასულ სეზონში გუნდის ხერხემალი იყვნენ. გაყიდეს კიმი, ჟელინსკი კი გუნდს მიღმა დატოვეს, რაც ნამდვილად ცუდად აისახა. უმჯობესია თუ "ნაპოლის" ოსიმენი და კვარაცხელიაც დატოვებენ. შარშან ისტორიული რამ გააკეთეს, მაგრამ შემდეგ მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის გაშვებით, გუნდი გაანადგურდა. - ვალონ ბეჰრამი.