Belive

უცნაური შემთხვევა ინგლისის რანგით მე-4 დივიზიონში

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საკმაოდ უცნაური ფაქტი დაფიქსირდა ინგლისის რანგით მე-4 დივიზიონში. გუშინ "ჯილინგემსა" და "ლეიტონ ორიენტს" შორის შეხვედრა იმართებოდა, სადაც ამ უკანასკნელის ბედი წყდებოდა, დაწინაურდებოდა თუ არა უფრო მაღალ დივიზიონში.

მატჩის მიმდნარეობისას მოედანზე ელექტროენერგია გაითიშა და ამის გამო შეხვედრა დროებით შეჩერდა. ამ პაუზის დროს "ბრედფორდ სიტი" დამარცხდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ "ლეიტონ ორიენტი" ავტომატურად ინაღდებდა League One-ის საგზურს. როგორც კი, ეს ფეხბურთელებმა გაიგეს, სამწვრთნელო შტაბთან ერთად აღნიშვნა დაიწყეს და სულ დაავიწყდათ, რომ მატჩი უნდა გაეგრძელებინათ.

საბოლოოდ, სტუმრებმა შეხვედრა 2:0 დათმეს, თუმცა, ზემოთხსენებული მიზეზის გამო მათ მაინც გადაუნაცვლეს უფრო მაღალ ლიგაში. "ლეიტონ ორიენტთან" ერთად, League One-ში "ნორსჰემპტონი" და "სტივენეიჯი" დაწინაურდნენ.

სხვა სტატიები