ვან დაიკი: "დიდი შანსია სეზონის ბოლოს ლივერპული დავტოვო, ყველაფერს დრო გვიჩვენებს..."
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებისა და "ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა - ვირჯილ ვან დაიკმა, მისი მომავლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა სეზონის შემდეგ მერსისაიდულ კლუბში.
"ერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ბედნიერი ვარ, რომ იურგენ კლოპის ერას მოვესწარი და მისი წარმატების ერთ-ერთი ნაწილი ვიყავი. არასდროს მიმუშავია ისეთ დიდებულ მწვრთნელთან და პიროვნებასთან, როგორიც კლოპია.
ჩემი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ჯერჯერობით არ ვიცი დავრჩები თუ არა სეზონის დასრულების შემდეგ აქ.
კლოპის წასვლის შემდეგ, შესაძლოა ყველაფერი ან თავდაყირა დადგეს, ანდაც ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს, ჩვენ ამას წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ, ყველაფერს ვნახავთ ზაფხულში.
ამ ეტაპისთვის ვერ დავადასტურებ, რომ კლუბს ვტოვებ ან კლუბიდან მივდივარ, ეს ყველაფერი სეზონის ცოტა უფრო ბოლოსკენ მეცოდინება..." - ვირჯილ ვან დაიკი
შეგახსენებთ რომ ვირჯილ ვან დაიკი "ლივერპულის" ღირსებას 2017/2018 წლების სეზონიდან იცავს და ამ სეზონში კლუბის კაპიტანია. ნიდერლანდელმა ცენტრალურმა მცველმა ამ დრომდე 246 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 21 გოლის გატანა და 14 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.