რეალმა 'ელ კლასიკომდე' 4 ფეხბურთელი გამოაჯანმრთელა | ფეხბურთელები სათამაშოდ მზად არიან
ახალი სეზონის პირველი 'ელ კლასიკო' 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე გაიმართება.
წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პრინციპული მატჩის წინ, 'სამეფო კლუბის' ლაზარეთში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი იყო, თუმცა "Marca"-ს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად: ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, დანი კარვახალი, დინ ჰუისენი და დანი სებალიოსი დაუბრუნდათ და მათ კლუბთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშეს და სათამაშოდ მზად არიან.
მთავარია ახლა რას და როგორ გადაწყვეტს ხაბი ალონსო და როგორ შეძლებს ლაზარეთიდან დაბრუნებული ფეხბურთელების გამოყენებას.
🚨🤍 Trent Alexander-Arnold, Dani Carvajal, Dean Huijsen and also Dani Ceballos are back for El Clásico.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 24, 2025
Xabi Alonso, set to decide how to use them. pic.twitter.com/BJ0ReAq4XF
9 განვლილი ტურის შემდეგ, ლა ლიგას 24 ქულით რეალი ლიდერობს, მეორე პოზიციას კი 22 ქულით ბარსელონა იკავებს - ასე და ამგვარად, ბარსელონას გამარჯვების შემთხვევაში, პირველ ადგილზე კატალონიური კლუბი გადავა, რეალის მოგების შემთხვევაში კი სხვაობა 5 ქულამდე გაიზრდება.