უცხოური მედია: დინამო და ნიუკასლი ვახტანგ სალიას ტრანსფერზე შეთანხმდნენ
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Foot Mercato-ს ცნობით, "ნიუკასლ იუნაიტედმა" ქართველი ფორვარდის, ვახტანგ სალიას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.
მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია, ნიუკასლი სამომავლო პერსპექტივაში "დინამოსგან" 17 წლის სალიას ყიდვას აპირებს. უკვე არსებობს სიტყვიერი შეთანხმება თბილისის დინამოს, ნიუკასლსა და თავად ფეხბურთელს შორის. სალიას დებიუტი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში უკვე შედგა და მან უეფას კონფერენს ლიგის შესარჩევ მატჩში გოლიც გაიტანა.
გარიგება თითქმის დასრულებულია. სალია ედი ჰაუს გუნდს ჯერ ვერ გააძლიერებს - ის სეზონის ბოლომდე თბილისის დინამოში დარჩება, კაჭკაჭებს კი 2025/26 წლების სეზონის დასაწყისში შეუერთდება.