საბა ხარებაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდა | Transfermarkt
9 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
17 წლის ქართველი ფეხბურთელის საბა ხარებაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდა და 2.5 მილიონი ევრო გახდა, უნიჭიერესი მცველის ღირებულება გაორმაგდა და ცოტათი მეტიც გახდა, ახლა კი ის თავისი კარიერის მაქსიმუმზეა. აქამდე საბას ღირებულება 1.2 მილიონ ევროს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ საბა ხარებაშვილს ეროვნულ ნაკრებში ორი თამაში უკვე აქვს ჩატარებული, ასაკობრივებს რაც შეეხება უთამაშია 17-წლამდელებში, 19-წლამდელებსა და 21-წლამდელებშიც.
საკლუბო კარიერის მხრივ საბა ხარებაშვილი ამჟამად დინამო თბილისში თამაშობს, მაგრამ ის ქართულ კლუბში დროებით ასპარეზობს, რადგან თბილისურმა გუნდმა თურქეთში კერძოდ ბაშაქშეჰირში უკვე გაყიდა, მის სანაცვლოდ თურქულმა კლუბმა 2.5 მილიონი ევრო გადაიხადა.