დღეს ჩემპიონთა ლიგის და კონფერენს ლიგის წილისყრა გაიმართება
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი იბერია 1999 გამოვა, კონფერენს ლიგაზე კი თასის გამარჯვებული და მეორეადგილოსანი გორის დილა, ქუთაისის ტორპედო და დინამო თბილისი ითამაშებენ.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
იბერია 1999-ის სავარაუდო მეტოქეები იქნებიან: შემროკ როვერსი (ირლანდია), კუპს კუოპიო (ფინეთი), ლინკოლნ რედ იმპსი (გიბრალტარი), რიგა (ლატვია), ფლორა (ესტონეთი), ლარნე (ჩრდილოეთ ირლანდია) და ნიუ სეინტსი (უელსი).
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 7/8 ივლისს ჩატარდება, საპასუხო კი 14/15 ივლისს.
დღეს, ასევე როგორც უკვე გითხარით გაიმართება ევროპა ლიგის და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრაც. წილისყრაზე გაირკვევა, თუ ვინ იქნება კონფერენს ლიგაზე სამი ქართული გუნდის მეტოქე.
წილისყრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება:
გორის დილას სავარაუდო მეტოქეები იქნებიან: სილეკსი (მაკედონია), დინამო სიტი (ალბანეთი), ვირტუს 1964 (სან მარინო), მორნარი (მონტენეგრო), მარსაქსლოკი (მალტა).
დინამო თბილისის სავარაუდო მეტოქეები იქნებიან: ლიეპაია (ლატვია), კონას ქი (უელსი). ინტერი (ფინეთი), მონდორფ-ლე-ბენი (ლუქსემბურგი), ჰეგელმანი (ლიეტუვა).
ქუთაისის ტორპედოს სავარაუდო მეტოქეები იქნებიან: მილსამი (მოლდოვა), ჟალგირისი (ლიეტუვა), ზირა (აზერბაიჯანი), ალაშკერტი (სომხეთი), ბატე (ბელარუსი).
კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 9 ივლისს ჩატარდება, საპასუხო კი 16 ივლისს.