ურს ფიშერი: "ამ თამაშში კვარაცხელიას ხარისხი კარგად გამოჩნდა"
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დასრულდა კიდევ ერთი სათამაშო დღე ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც "უნიონ ბერლინი" "ნაპოლისთან" 1:0 დამარცხდა. ერთდაერთი გოლის ავტორი რასპადორი გახდა, რომელსაც ასისტი ხვიჩა კვარაცხელიამ გაუკეთა. სწორედ "კვარაზე" ისაუბრა შვეიცარიელმა სპეციალისტმა მატჩის დასრულების შემდეგ,
ერთი დარტყმით წაგება ძალიან რთულია. ამ თამაშში კვარაცხელიას ხარისხი კარგად გამოჩნდა. გუშინ ვისაუბრე, რომ მოწინააღმდეგის ფლანგებს ვუშინდებოდი. დღეს კარგად ვითამაშეთ, გადაცემებს ვჭრიდთ და "ნაპოლის" ბურთს დიდხანს არ ვაძლევდით. გოლის მომენტში "კვარას" ხარისხი კარგად ვიხილეთ. ყველამ ვნახეთ ჩვენს მცველებს გვერდს როგორ უვლიდა. მისი შეჩერება ძალიან რთულია. ვიცოდით, რომ ის "ნაპოლისთვის" დიდი ძალა იყო და მის შესაჩერებლად ბევრი ვიშრომეთ. - განაცხადა ფიშერმა მედიასთან საუბრისას
ჩემპიონთა ლიგაზე "უნიონ ბერლინის" მდგომარეობა არც ისე კარგია. გერმანულ კლუბს ჯგუფში მოგება არ აქვს. ფიშერის გაწვრთნილი გუნდი C ჯგუფში 0 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.