უოტფორდმა ტომ კლევერლი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"უოტფორდის" ხელმძღვანელობა, მიმდინარე სეზონში, გუნდის ნაჩვენები შედეგით უკმაყოფილო დარჩა და მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტომ კლევერლი გაათავისუფლა.
უოტფორდმა ჩემპიონშიპში მხოლოდ მე-14 ადგილი დაიკავა, სეზონის დაწყებისას კი მიზანი პრემიერლიგაში დაწინაურება იყო. 35 წლის მწვრთნელი, რომელიც გასულ ზაფხულს დროებითი მწვრთნელის პოსტზე წარმატებული მუშაობის შემდეგ მუდმივად დაინიშნა, გაუშვეს და ამჟამად მისი შემცვლელის ძებნა მიმდინარეობს.
ჩვენ მადლობას ვუხდით ტომს მისი სამსახურისთვის - არა მხოლოდ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე, არამედ ყველაფრისთვის, რაც მან უოტფორდს, როგორც მოთამაშემ და გუნდის წევრმა მისცა.
დადგა დრო ცვლილებებისთვის და იმის გასავითარებლად, რისიც ჩვენ გვჯერა. გვინდა ვისარგებლოთ ჩემპიონშიპის ამ სეზონში მიღებული გამოცდილებით. - განაცხადა უოტფორდის სპორტულმა დირექტორმა, ჯან ლუკა ნანიმ
Watford FC confirms the departure of Tom Cleverley as Head Coach.
— Watford Football Club (@WatfordFC) May 6, 2025