Belive

ჩაკვეტაძის საგოლე პასი - უოტფორდმა წელი გამარჯვებით დაიწყო

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

უოტფორმდა 2026 წლის პირველი მატჩი დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა - ლონდონში, ვიქერეიჯ როუდზე გამართულ დაპირისპირებაში უოტფორდმა ბირმინგემს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

გიორგი ჩაკვეტაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მე-9 წუთზე ტომ ინსი იდეალური საგოლე პასით მოამარაგა. ჩაკვემ მოედანზე 45 წუთო გაატარა და ამ დროის განმავლობაში ერთ-ერთი საულეთესო იყო.

სტატისტიკის მწარმოებელმა ავტორიტეტულმა პლატფორმებმა ქართველი ლეგიონერის თამაში შემდეგნაირად შეაფასეს:

  • FLASHSCORE: 8.2

  • SOFASCORE: 7.1

  • WHOSCORED: 7.5

უოტფორდმა უკანასკნელ 6 მატჩში 14 ქულა დააგროვა, ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგო და 41 ქუკით სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

სხვა სტატიები