Belive

"მინდა შესაძლებლობები წარმოვაჩინო და უდინეზეს წარმატების მიღწევაში დავეხმარო" - გიორგი ჩაკვეტაძე

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე უდინეზეს ზაფხულის პირველი ახალწვეული გახდა - 27 წლის ჩაკვეტაძემ იტალიურ გუნდთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.

სერია A-ს ახალი სეზონი სტარტს 23 აგვისტოს აიღებს, სადაც პირველ ტურში უდინეზე კომოს დაუპირისპირდება. მანამდე კი ჩაკვეტაძემ უოტფორდში გატარებული პერიოდისა და სამომავლო გეგმების შესახებ belive-თან ისაუბრა.

უოტფორდის დატოვება საკმაოდ რთული იყო, იქ ბევრი მოგონება დავაგროვე, ბევრი მეგობარი და ახლო ადამიანი გავიჩინე, რომლებთან ერთად ყოფნაც მომენატრება. ინგლისში ჩემი კარიერის საინტერესო პერიოდი გავიარე - გამოცდილება დავაგროვე, ბევრი ახალი რამ ვისწავლე. ასევე უოტფორდის ქომაგებიც უნდა გამოვყო, არასდროს დავივიწყებ და მუდამ ჩემს გულში იქნებიან.

ძალიან მოტივირებული ვარ, ახალი კარიერული გამოწვევაა , თან იტალია და სერია A ჩემთვის საინტრესო ჩელენჯი იქნება. უდინეზე საინტერესო პროექტია და მინდა მათ დასახული მიზნების შესრულებაში დავეხმარო. ვეცდები ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე და კარგად წარმოვაჩინო.

მოლაპარაკებები და ინტერესი სსვა კლუბებიდანაც იყო, თუმცა საბოლოოდ ეს ვარიანტი შევარჩიეთ, რადგან მომეწონა მათი მიდგომა, გეგმები და ის გარემო რაც კლუბშია. გუნდის მესვეურები, მმართველი რგოლი, მთავარი მწვრთნელი და მათი იდეები ჩემთან თანხვედრაშია. რა თქმა უნდა, საბასაც ვესაუბრე და მისი აზრიც მოვისმინე, რადგან ამ გარემოს უკეთ და კარგად იცნობდა.

ინგლისში ძალიან ინტენსიური და ძალისმიერი თამაში მიდიოდა, სერია A-ში თამაშიც რთული იქნება, რადგან აქ გუნდები ტაქტიკურად კარგად არიან მომზადებული. თავს კარგად იცავენ და ჩემთვის საინტერესოა თავის აქ გამოცდა.
- გიორგი ჩაკვეტაძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდს 2023/24 წლების სეზონში იჯარის წესით შეუერთდა, თუმცა მალევე შეძლო თავის გამოჩენა და ლონდონურმა კლუბმა ის გამოისყიდა. ჩაკვემ უოტფორდის მაისურით მთლიანობაში 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც უდინეზეს შეუერთდა.

სხვა სტატიები