უოტფორდმა მიდლსბროს მოუგო | გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება
ინგლისის ჩემპიონშიპის მე-9 ტურში "უოტფორდმა" "მიდლსბროს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 მოუგო. ქართველმა ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.
პირველ ტაიმში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმიც მიდლსბროს შეტევებით დაიწყო და 10 წუთში წინ გავიდნენ, გოლი ჯორჯ ედმუნდსონმა გაიტანა.
დარჩენილ ნახევარ საათში უოტფორდმა ინიციატივა საკუთარ ხელში აიღო და შეხვედრის დაქამბექება შეძლო. მატჩის 76 წუთზე ანგარიში ედო კაიემბემ გაათანაბრა. 87-ე წუთზე კი უოტფორდმა კუადო ბაას გოლით მოიგო. გიორგიმ 95-ე წუთზე ყვითელი ბარათი დაიმსახურა, სტატისტიკის საიტებისგან (sofascore და whoscored) კი შეფასებად (6.6) და (7.0) დაიმსახურა.
უოტფორდი 16 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება და პირველ ადგილზე მყოფ "სანდერლენდს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.