საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უკრაინის წინააღმდეგ
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, ერთა ლიგის B დივიზიონის პირველი ჯგუფის ბოლოსწინა შეხვედრას ბათუმში გამართავს. ჩვენი ნაკრები აჭარაბეთ არენაზე უკრაინას დაუპირისპირდება და რევანშის აღებას შეეცდება. ამ გუნდებს შორის, ჯგუფის პირველი მატჩის ნომინალური მასპინძლები უკრაინელები იყვნენ და ის შეხვედრა, პოლონეთში, 1:0 მოგვიგეს.
სატურნირო ცხრილის კუთხით დარჩენილი ორივე შეხვედრა გადამწყვეტია. პირველ ადგილზე ჩეხები არიან 7 ქულით, მეორე და მესამე ადგილებს საქართველო და ალბანეთი იყოფენ 6 ქულით, ხოლო ბოლო ადგილზე 4 ქულით უკრაინაა.
ჩვენი გუნდის ძირითადი შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი
მცველები: ლუკა ლოჩოშვილი, გურამ კაშია (კაპ), სოლომონ კვერკველია, ლევან შენგელია , ოთარ კაკაბაძე
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე