Belive

კლევერლი: "საუბარი არ ღირს, ჩაკვესთან ერთად უკეთესები ვართ"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

შაბათს, ინგლისის ჩემპიონშიპის 27-ე ტურში, "უოტფორდმა" "დერბის" 2:0 მოუგო - ეს იყო ჩემპიონატის პირველი შეხვედრა მიმდინარე სეზონში, რომელიც გიორგი ჩაკვეტაძემ გამოტოვა. ქართველს კუნთების გადაღლილობა აღენიშნებოდა და ბარძაყის სკანირება დასჭირდა. როგორც ჩანს, შემოწმებამ კარგად ჩაიარა და გიორგის დაბრუნებას დღეს უნდა ველოდოთ, უოტფორდის მწვრთნელმა ამ საკითხზე ისაუბრა.

გიორგის სკანირებამ დადებითი პასუხი აჩვენა და დიდი ალბათობით, ის მომდევნო ტურში დაგვიბრუნდება. დერბისთან მატჩში ბიჭების მადლობელი ვარ, რადგან ჩაკვეს არყოფნა არ დაგვეტყო.

ეს ნიშნავს, რომ გვაქვს ვარიანტები იმ შემთხვევაშიც თუ გიორგი ფორმაში არაა ან როტაცია სჭირდება, თუმცა საუბარი არ ღირს - ჩაკვესთან ერთად უკეთესი გუნდი ვართ და ის ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.

მიხარია, რომ მისმა შემოწმებამ დადებითი პასუხი აჩვენა. - განაცხადა ტომ კლევერლიმ

უოტფორდი ჩემპიონშიპის 28-ე ტურის მატჩს დღეს, "პრესტონთან", საკუთარ კედლებში ჩაატარებს. ტომ კლევერლის გუნდს 41 ქულა აქვს და ცხრილის მე-8 ადგილზე იმყოფება.

სხვა სტატიები