Belive

"უოტფორდისთვის ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია" - ინგლისელი ფეხბურთელი

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ლი ჰენდრიმ, რომელიც ამჟამად Sky Sports-ის ჟურნალისტად მუშაობს გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა, 47 წლის ვეტერანმა ქართველ ფეხბურთელს კლუბის დატოვება ამ წლის ზაფხულშივე ურჩია, რადგან მის მიმართ დიდია ინტერესი სხვადასხვა ინგლისური გუნდებისგანაც, ინტერვიუს Football League World ექსკლუზიურად ავრცელებს.

ლი ჰენდრის ვრცელი ინტერვიუ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ:

ცხადია, ბევრი იწერებოდა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ და მისი თამაში რამდენჯერმე ვნახე კიდეც. ვფიქრობ ის "უოტფორდისთვის" მრავალი მიზეზის გამო საკმაოდ დიდი და გამორჩეული მოთამაშეა. გიორგი ნამდვილად გაცდა "უოტფორდის" დონეს და აუცილებლად მომდევნო ეტაპზე უნდა გადავიდეს, ამისთვის კი მას კარგი ტრანსფერი სჭირდება. გუნდში არეული სიტუაციაა, რადგან მწვრთნელები ხშირად იცვლებიან, თავად გიორგის კი სტაბილურობა სჭირდება.

მე ვფიქრობ, რომ მას მეტის გაკეთება შეუძლია და სწორედ ამიტომ მისგან მეტ გოლს და საგოლე გადაცემებს უნდა ველოდეთ. "უოტფორდისთვის" ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, სწორედ ამიტომ გასაკვირი საერთოდ არ არის რატომაც ინტერესდება "ლესტერი" მისი ტრანსფერით. ძლიერი თანაგუნდელების გვერდით მან შესაძლოა თამაშის ხარისხს კიდევ უფრო მოუმატოს.

ვფიქრობ მას დიდი პოტენციალი აქვს, სწორედ ამიტომ გასაკვირი საერთოდ არ იქნება თუ ის ზაფხულში "უოტფორდს" დატოვებს. - ლი ჰენდრი