"გიორგი ჩაკვეტაძე შესანიშნავი ფეხბურთელია" - უოტფორდის მწვრთნელი
4 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, 27 თებერვალს 23:55 საათზე უოტფორდი ბრისტოლს ესტუმრება. მატჩამდე უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ედ სტილმა მედიასთან ისაუბრა, სადაც გიორგი ჩაკვეტაძეზეც გაამახვილა ყურადღება:
გიორგის საფეხბურთო თვისებებში ეჭვი არ მეპარება, ის შესანიშნავი ფეხბურთელია. გუშინ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით და კარგი საუბარი გვქონდა, სინამდვილეში ჩემზეა დამოკიდებული, რაც შეიძლება მალე ვიპოვო გზა, რომ ის საუკეთესო ფორმას დაუბრუნდეს და კვლავ გაიბრწყინოს.
გასულ სეზონში ის ჩემპიონშიპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ახლა საქმე მხოლოდ მისთვის ბალანსის პოვნაა. უნდა შევეცადოთ ის იქ გამოვიყენოთ, სადაც მას შეუძლია აჩვენოს თუ რამდენად კარგი მოთამაშეა.
როდესაც მე დავინიშნე, პირველ თამაშებში რამდენიმე მოთამაშემ კარგი პროგრესი აჩვენა, მაგრამ ჯერჯერობით გიორგის ფორმულა ჯერ ვერ გამოვნახე. ეს სამუშაო პროცესია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის საუკეთესო მდგომარეობამდე მივიყვანოთ.
რა თქმა უნდა მე მჯერა, რომ ის საუკეთესო ფორმას მიაღწევს, მე მას ვესაუბრები, ვუსმენ, რათა ვიპოვო ბალანსი მის ირგვლივ. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ჩაკვეტაძე საუკეთესო ფორმაშია, გუნდის ყველა სხვა მოთამაშე გაცილებით უკეთესია. - ედ სტილი - უოტფორდის მთავარი მწვრთნელი
უოტფორდი ჩემპიონშიპის ცხრილში 48 ქულით მე-12 პოზიციაზეა (12 მოგება, 12 ფრე, 10 მარცხი).