უოტფორდის მწვრთნელი: "ულამაზესი დარტყმა იყო"
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"უოტფორდმა" ჩემპიონშიპის პირველი ტური "მილუოლისთან" გასვლითი შეხვედრით დაიწყო და მეტოქე 2:3 დაამარცხა. ბრწყინვალე შეხვედრა გამოვიდა გიორგი ჩაკვეტაძისთვის, ქართველი ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. გიორგიმ 55-ე წუთზე ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გაიტანა და გუნდს მოგებაში დაეხმარა. უოტფორდის მწვრთნელმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა.
მოწინააღმდეგე მეორე ტაიმში მოტივირებული გამოვიდა. დარწმუნებული ვარ, ისინი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როცა 2:0 გავხადეთ ანგარიში, ჩვენ ამ დროსაც გამოვავლინეთ ხასიათი და კიდევ უფრო დიდი ხასიათი მაშინ ვანახეთ, როცა გათანაბრების შემდეგ გამარჯვება მოვახერხეთ.
გიორგის შესანიშნავი თამაში ჰქონდა. წინასაზეზონო 3 შეხვედრაში და დღეს არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ის ახლა ძალიან კარგ მომენტშია.
ჩაკვეტაძე არის ადამიანი, რომლის თამაშისა და ვარჯიშის ყურება სიამოვნებას მანიჭებს. ლამაზი დარტყმა იყო და მთლიანად თამაშიც ძალიან ხარისხიანად ჩაატარა. - განაცხადა ტომ კლევერლიმ
ჩაკვეტაძე მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე შეცვალეს, ქართველმა whoscored-გან (7.9 ქულა), ხოლო sofascore-გან (7.7 ქულა) შეფასება დაიმსახურა.
უოტფორდი ჩემპიონშიპის მეორე შეხვედრას "სტოკის" წინააღმდეგ, 17 აგვისტოს ჩაატარებს, მანამდე კი სათასო დაპირისპირება, 13 აგვისტოს ექნება.