Belive

უოტფორდი გიორგი ჩაკვეტაძის ზამთარში გაყიდვას არ აპირებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სულ ცოტა ხნის წინ "უოტფორდმა' გიორგი ჩაკვეტაძეს კონტრაქტი 2029 წლამდე გაუხანგრძლივა და ამით გულშემატკივრების გულები მოიგო, რადგან გიორგი უოტფორდში ერთ-ერთ საყვარელ მოთამაშედ იქცა. მან ეს სიყვარული მინდორზე გაკეთებული საქმით დაამტკიცა, ჩაკვე ახლა ინგლისური კლუბის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია.

ჟურნალისტებს უოტფორდის კაპიტანი, მწვრთნელი და დირექტორი შეხვდნენ - მათ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და ერთ-ერთი იყო ის, თუ როგორ მოიქცევა უოტფორდი ზამთარში იმ შემთხვევაში, თუ ლიდერებზე შეთავაზებებს მიიღებს.

არამგონია იანვარში ისეთი სცენარი შეიქმნას, რომ რომელიმე ლიდერს შეველიოთ. ეს ჩვენი გეგმა არაა - უოტფორდს არ უდგას საჭიროება ლიდერები გაყიდოს, ფეხზე კარგად მდგომი გუნდი ვართ. თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" ან "სიტი" რომელიმე ლიდერში 100 მილიონს შემოგვთავაზებს, მაშინ ამას მწვრთნელთან განვიხილავთ, ისე ლიდერის გაყიდვას აზრი არ აქვს. - განაცხადა უოტფორდის აღმასრულებელმა დირექტორმა

პრესკონფერენციაზე, მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ ისიც აღნიშნა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ახალგაზრდა ჯეკ გრილიშს ახსენებს, მაშინ როცა ინგლისელი ფეხბურთელი "ასტონ ვილაში" თამაშობდა.

ინგლისის ჩემპიონშიპში, მიმდინარე სეზონში, არავის შეუქმნია იმაზე მეტი გამამწვავებელი გადაცემა, ვიდრე გიორგი ჩაკვეტაძეს - მას 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

სხვა სტატიები