Belive

უოტფორდის მთავარ მწვრთნელად ურუგვაელი სპეციალისტი დაინიშნა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი ჩაკვეტაძის ,,უოტფორდმა'' გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად პაულო პეცოლანო დანიშნა.

42 წლის სპეციალისტს აქამდე ურუგვაულ, მექსიკურ და ბრაზილიურ კლუბებში უმუშავია, ბოლოს კი ესპანურ ,,ვალიადოლიდს'' წვრთნიდა.

,,პაულოს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს, რაც ჩვენი გუნდისთვის აუცილებელია.'' - განაცხადა უოტფორდის სპორტულმა დირექტორმა, ჯანლუკა ნანიმ

,,უოტფორდმა'' ინგლისის ჩემპიონშიფის სეზონი 57 ქულით მე-14 პოზიციაზე დაასრულა.

გუნდს 2024 წლის მარტიდან მიმდინარე წლის 6 მაისამდე ტომ კლევერლი წვრთნიდა.

გასულ სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ უოტფორდელთა მაისურით ჩატარებულ 41 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები