საბა გოგლიჩიძე უოტფორდს დაემშვიდობა
4 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ქართველმა ცენტრალურმა მცველმა, საბა გოგლიჩიძემ, მადლობა გადაუხადა უოტფორდს და უდინეზეში ბრუნდება - მასსა და ჩემპიონშიპის გუნდს შორის საიჯარო პერიოდი დასრულდა.
საბა უოტფორდს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს, იჯარის წესით შეუერთდა - მან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ 12 მატჩი ჩაატარა და თავდაპირველად დაცვის ცენტრში კარგი თამაშიც აჩვენა.
უოტფორდის დაცვაში არსებულმა რყევებმა და ბოლო დროს დიდი ანგარიშით მარცხებმა, საბას კარგად დაწყებული თამაში ასევე სასიამოვნოდ ვეღარ დაასრულა.
სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ნახევარი წელი. ვაფასებ მთლიანად კლუბს, ფეხბურთელებს, სტაფს, ქალაქს და გამორჩეულ გულშემატკივარს. დიდი მადლობა ყველაფრისთვის! - ვკითხულობთ საბა გოგლიჩის გამოქვეყნებულ პოსტში