Belive

უოტფორდის ფრე პლიმუთთან | ჩაკვემ მატჩი სრულად ჩაატარა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ჩემპიონშიპის 39-ე ტურის შეხვედრაში "უოტფორდმა" "პლიმუთთან" უგოლო ფრე 0:0 ითამაშა.

გიორგი ჩაკვეტაძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ქართველი ფეხბურთელი Sofascore-მა 7.4-ით შეაფასა, ჩაკვე ბურთს 68-ჯერ შეეხო, 53 გადაცემიდან 45 ზუსტად შეასრულა, 7 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 3-ში გაიმარჯვა.

"უოტფორდს" ჩემპიონშიპის ცხრილში 53 ქულა აქვს (15 მოგება, 8 ფრე, 16 მარცხი) და მე-9 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 5 აპრილს, 18:00 საათზე "ბრისტოლის" წინააღმდეგ გამართავს.

გიორგი ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 2 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები