გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონშიპის ტურის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა | Whoscored
ინგლისის ჩემპიონშიპის 41-ე ტურის შეხვედრაში უოტფორდმა ჩარლტონთან ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო გიორგი ჩაკვეტაძე და კარგი შეფასებაც დაიმსახურა (8.0) და Whoscored-ის ტურის საუკეთესო თერთმეტეულშიც მოხვდა.
სრულად, Whoscored-ის ვერსიით ჩემპიონშიპის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: პირს ჩარლზი (შეფილდ უენსდი) - 9.0
მცველები: იაფეტ ტანგანგა (შეფილდ იუნაიტედი) - 8.2, ნათანიელ ფილიპსი (ვესტ ბრომვიჩი) - 8.1, ბენ ჯონსონი (იფსვიჩი) - 7.7, კალუმ ბრიტენი (მიდლსბრო) - 7.6
ნახევარმცველები: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი) - 8.0, იმრან ლოუზა (უოტფორდი) - 8.1, ნესტორ ირანკუნდა (უოტფორდი) - 8.3, ბობი კლარკი (დერბი) - 8.2
თავდამსხმელები: კარლტონ მორისი (დერბი) - 8.9, ჯორჯ ჰირსტი (იფსვიჩი) - 7.7
ჩემპიონშიპის სიმბოლური გუნდი | Whoscored
უოტფორდი ჩემპიონშიპის ცხრილში 57 ქულით მე-10 პოზიციაზეა (14 მოგება, 15 ფრე, 12 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 11 აპრილს ოქსფორდ იუნაიტედის წინააღმდეგ გამართავს.