უოტფორდმა ქულა გადაარჩინა - რა შეფასება დაიმსახურეს ჩაკვეტაძემ და გოგლიჩიძემ?
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ჩემპიონშიპის 37-ე ტურის შეხვედრაში უოტფორდი სტუმრად შეფილდ უენსდის დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
ორივე ქართველმა ფეხბურთელმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო - გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ჩაკვემ მოედანი 84-ე წუთზე დატოვა. ჩაკვეტაძე გამორჩეული იყო და სტატისტიკის მწარმოებელი პლატფორმებისგან, უოტფორდის ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
გიორგი ჩაკვეტაძე
Flashscore: 7.4
Sofascore: 6.9
Whoscored: 6.6
საბა გოგლიჩიძე
Flashscore: 5.7
Sofascore: 6.5
Whoscored: 6.3
— Watford Football Club (@WatfordFC) March 10, 2026
უოტფორდი ჩემპიონშიპის მომდევნო მატჩს 14 მარტს, სტოკის წინააღმდეგ გამართავს.