უოკერი ტეოს გაძევებაზე: ,,მომენტი გამეორებით არ მინახავს, მაგრამ, ვფიქრობ, კონტაქტი იყო''
4 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მილანის'' მცველმა, კაილ უოკერმა, ,,ფეიენოორდთან'' გამართული მატჩი შეაფასა. ინგლისელ ფეხბურთელს, ტეო ერნანდესის გაძევებაზეც ჰკითხეს:
,,იმის გათვალისწინებით თუ როგორ ვაკონტროლებდით მატჩს პირველ ტაიმსა და მეორე ნახევრის დასაწყისში, მოედანზე დღეს მხოლოდ ერთი გუნდი იყო. შემდეგ მსაჯმა გადაწყვეტილება მიიღო და ყველაფერი შეიცვალა...
არ ვარ დარწმუნებული რომ ტეოს წაქცევის მომენტში ადგილი სიმულაციას ჰქონდა. ვფიქრობ, კონტაქტი იყო, მაგრამ ეს ეპიზოდი გამეორებით ჯერ არ მინახავს.'' - კაილ უოკერი
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საპასუხო მატჩი ,,მილანსა'' და ,,ფეიენოორდს'' შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შედეგად, როტერდამულმა კლუბმა ორი შეხვედრის ჯამში 2:1 იმარჯვა და მერვედფინალში გავიდა.