Belive

ტეო ერნანდესმა ფეიენოორდთან მიღებული წითელი ბარათის გამო მოიბოდიშა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' მცველი, ტეო ერნანდესი ინსტაგრამის პირად გვერდზე ,,ფეიენოორდთან'' მატჩში მიღებულ წითელ ბარათს გამოეხმაურა:

,,ფეხბურთი არაპროგნოზირებადია, ის გვჩუქნის დიდ სიხარულს, მაგრამ, ასევე, ტკივილის მომტანიცაა. დღეს დიდ იმედგაცრუებას ვგრძნობ.

ბოდიშს ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს იმისთვის, რომ ისინი მოედანზე 10 კაცით დავტოვე. ბოდიში ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის გვიჭერენ მხარს.

თუმცა, ეს გუნდი ერთი დიდი ოჯახია და ძალებს ერთად აღვიდგენთ. Forza MIlan!'' - ტეო ერნანდესი

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საპასუხო მატჩი ,,მილანსა'' და ,,ფეიენოორდს'' შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შედეგად, როტერდამულმა კლუბმა 2 შეხვედრის ჯამში 2:1 იმარჯვა და მერვედფინალში გავიდა.

ტეო ერნანდესმა მატჩის 51-ე წუთზე, როცა მისი გუნდი იგებდა, სიმულაციისთვის მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

View this post on Instagram

A post shared by T H E O H E R N Á N D E Z (@theo3hernandez)

სხვა სტატიები