Belive

რატომ გადავიდა მოდრიჩი მილანში? - ხორვატის პასუხი

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მილანის ახალწვეულმა, ლუკა მოდრიჩმა, ,,როსონერის'' იუთუბ-არხთან ინტერვიუში განმარტა თუ რატომ გადავიდა იტალიურ კლუბში:

,,ევროპაში დარჩენა და მაღალ დონეზე თამაში მინდოდა. რამდენიმე შეთავაზება მქონდა, მაგრამ როცა ინტერესი მილანმა გამოთქვა, ყველაფერი გამიმარტივდა. ასევე, გამაოცა იმან თუ როგორ დაამყარა კლუბმა ჩემთან კონტაქტი: სპორტული დირექტორი, იგლი ტარე ხორვატიაში ჩამოვიდა და პროექტის შესახებ პირადად მესაუბრა. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამით გამოჩნდა თუ რამდენად ინტერესდებოდა კლუბი ჩემით.

გარდა ამისა, მილანი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი გუნდია და საშუალო შედეგებით არ დაკმაყოფილდება. აქ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან კონკურენციაა საჭირო. სწორედ ამიტომ ვარ აქ.'' - ლუკა მოდრიჩი

ლუკა მოდრიჩი მილანში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ხორვატმა ნახევარმცველმა როსონერისთან 1-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

სხვა სტატიები