Belive

დე ლა ფუენტე: "საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს დიდი მომავალი აქვთ"

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო საშინაო მატჩი ესპანეთის წინააღმდეგ გამართა. ვილი სანიოლის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ლუის დე ლა ფუენტეს იდეალურ საფეხბურთო სისტემას გასაღები ვერ უპოვა და ანგარიშით 0:4 დამარცხდა. გოლების ავტორები მიკელ ოიარსაბალი (11, 63), მარტინ სუბიმენდი (22) და ფერან ტორესი (32) გახდნენ.

მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანეთის მთავარმა მწვრთნელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ანგარიშის მიუხედავად, არ ვფიქრობ, რომ საქართველომ სუსტი თამაში აჩვენა. ნაკრებში კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. მათ კარგად ვიცნობ და ვფიქრობ, რომ დიდი მომავალი აქვთ, რადგან ეს არის კარგი ბაზა განვითარებისთვის. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ესპანეთი დიდი გუნდია და დღევანდელ მატჩში, ესპანეთი უკეთესი იყო. - ლუის დე ლა ფუენტე

საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი ნაკრები 18 ნოემბერს, სოფიაში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 22:25-ზე დაიწყება.

სხვა სტატიები