უნგრული პრესა იუწყება, რომ უახლოეს მომავალში ბუდუ ზივზივაძე კლუბს შეიცვლის.
csakfoci.hu წერს, რომ 26 წლის ქართველი თავდამსხმელის "მეზოკოვეშდიდან" "მოლფეჰერვარში" (ყოფილი "ვიდეოტონი") გადაბარგება, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, უნგრეთის ჩემპიონატის პირველი გადაადგილება იქნება და ამის უდიდესი ალბათობა არსებობს.
ეროვ ნული ლიგის ორგზის საუკეთესო ბომბარდირმა, მაისში, Live.ge-სთან ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ ცოტა ხნით ადრე უნგრეთის მეორეადგილოსანი გუნდიდან შეთავაზება ნამდვილად მიიღო.
ქუთაისის "ტორპედოს", "დინამო თბილისის", "სამტრედიას" და "ესბიერგის" ყოფილი ფორვარდი უნგრულ "მეზოკოვეშდში" შარშან ზაფხულში გადავიდა, საერთო ჯამში, 40 მატჩში 11 გოლი გაიტანა, 7 საგოლე გადაცემა გააკეთა, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ქვეყნის თასის ფინალშიც ითამაშა და ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა.