Belive

ბუდუ ზივზივაძის შეფასება ჰერტას წინააღმდეგ

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში "კარლსრუემ" ბერლინის "ჰერტას" უმასპინძლა და ბუდუ ზივზივაძის გუნდი 1:3 დამარცხდა. "კარლსრუეს" ის ერთადერთი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა 45+3 წუთზე გაიტანა.

ბუდუ ზივზივაძემ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და თავის გუნდში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა, Sofascore-მა ქართველი ფორვარდი 8.0-ით შეაფასა. ბუდუმ კარში 2-ჯერ დაარტყა და როგორც უკვე აღვნიშნეთ ერთი გოლიც გაიტანა, ერთხელ კარისკენ დაარტყა, ხოლო ერთხელ დაუბლოკეს. მას 4-ჯერ ჰქონდა დრიბლიგის მცდელობა და სამი წარმატებული გამოდგა, ბურთს 35-ჯერ შეეხო, 17 გადაცემიდან 15 ზუსტი იყო (88%), 11 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 7-ში გამარჯვებული დარჩა.

Whoscored-მა ბუდუ ზივზივაძეს 7.7 შეფასება დაუწერა.

"კალრსრუესთვის" ეს მარცხი მიმდინარე სეზონში პირველია, ბუდუს გუნდი 19 ქულით მე-3 ადგილზეა (5 მოგება, 4 ფრე, 1 მარცხი).

მომდევნო შეხვედრას "კარლსრუე" გერმანიის თასის ეგიდით "ოფენბახის" წინააღმდეგ გამართავს, 1/16-ფინალური მატჩი 29 ოქტომბერს, 21:00 საათზე გაიმართება.

ბუდუ ზივზივაძეს 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს, ისაკ ლიდბერგთან ერთად ქართველი ფორვარდი ბუნდესლიგა 2-ის თანაბომბარდირია.

სხვა სტატიები