Belive

ოფიციალურად: ნიკა ნინუა პაოკ-ის ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სულ ახლახანს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნიკა ნინუა კარიერას ბერძნულ გრანდში გააგრძელებს. 21 წლის ქართველი ნახევარმცველი "დინამო თბილისიდან" "პაოკ"-ში გადავიდა. როგორც ცნობილია, ნიკა ახალ გუნდთან 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. შეგახსენებთ, რომ ნინუა თავდაპირველად "ბეშიქთაშში" ტრანსფერთან იყო ახლოს, თუმცა ყველაზე მეტად ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის გადასაბირებლად ბერძნებმა იაქტიურეს. ნიკა ნინუა "დინამო თბილისის" აღზრდილია. მთავარ გუნდში 21 წლის ნახევარმცველმა 95 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 14 გოლი და 15 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები