Belive

უნგრეთის მწვრთნელი: "საქართველოსთან შეტევაში უკეთეს ხარისხს ვითხოვ"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ აღნიშნა, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მრავალრიცხოვანი ტრავმების გამო, შემადგენლობის გადახალისება უწევს. იტალიელმა სპეციალისტმა, პრესკონფერენცია სწორედ ამ საკითხის განხილვით დაიწყო.

იოზეფ სალაი და რაიმუნდ ტოტი აღდგენითი პროცესის შემდეგ მზადყოფნაში არიან და მატჩისთვის განაცხადში იქნებიან, შესაბამისად, ბენდეგუზ კოვაჩის ძირითად გუნდში დატოვების საჭიროება აღარ არის - ის 21-წლამდელთა ნაკრებს დაეხმარება.

თამაშის ბევრ კომპონენტში აშკარად მოსამატებელი გვაქვს. დაცვას რაც შეეხება, უკრაინელების წინააღმდეგ გაშვებული გოლი ჩვენი მხრიდან უხეში შეცდომის შედეგი იყო, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიასთან პირველ ტაიმში მეტოქეს რამდენიმე საგოლე მომენტის შექმნის საშუალება მივეცით.

ბურთით თამაშისას უფრო სწრაფი, პირდაპირი და პროდუქტიულები უნდა ვიყოთ შეტევის ფაზაში. ბიჭების მჯერა და მინდა განვმარტო: ბარნაბაშ ვარგას არყოფნაში ვკარგავთ ჰაერში საუკეთესოდ მოთამაშე ფეხბურთელს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეტევების დაგვირგვინება განსხვავებული ტაქტიკით მოგვიწევს. ასე რომ, საქმე ფეხბურთელებისადმი უნდობლობაში ნამდვილად არ არის.

ბოლო ორ შეხვედრაში გოლის გატანა ვერ შევძელით, ამიტომ ბოლო დღეებში ძირითადი აქცენტი სწორედ ამ კომპონენტზე გავაკეთეთ. გუნდში პოზიტიური განწყობაა - ზუსტად ვიცით, რა გვინდა გავაუმჯობესოთ და რა მუშაობს ეფექტურად. - განაცხადა მარკო როსიმ

საქართველოს ნაკრებზე საუბრისას როსიმ აღნიშნა, რომ მთავარი მწვრთნელის ცვლილების მიუხედავად, მეტოქის სტილი არსებითად არ შეცვლილა და მხოლოდ მცირედი ტაქტიკური კორექტივები შეინიშნება. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ხვიჩა კვარაცხელიას თავისუფალ როლს მოედანზე, რომელიც შესანიშნავად თანამშრომლობს გიორგი მიქაუტაძესთან.

უნგრელთა ბანაკში ჩვენთან სათამაშოდ (ინდივიდუალისტებთან) სპეციალურად ემზადებიან და ცდილობენ, დაცვაში სუსტი წერტილები იპოვონ.

სხვა სტატიები