Belive

FA-ს სურს, რომ ერთა ლიგის ფინალურ ეტაპს ინგლისმა უმასპინძლოს

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალურ ეტაპს, შესაძლოა, ინგლისმა უმასპინძლოს. BBC-ის ცნობით, დღეს საფეხბურთო ასოციაციის (FA) წარმომადგენლებმა მასპინძლობის სურვილი დააფიქსირეს.

ტურნირის ნახევარფინალები და ფინალი, რომლებიც ივნისში უნდა გაიმართოს, ერთ ქვეყანაში ტარდება. ინგლისის გარდა, 9-13 ივნისს გასამართი ოთხთა ფინალის (მათ შორის მესამე ადგილისთვის მატჩის) მასპინძლობის სურვილით უეფას ესპანეთმა და საფრანგეთმაც მიმართეს.

როგორც ცნობილია, FA პოტენციურ სტადიონებს კვლავ განიხილავს. არსებობს გარკვეული ეჭვები უემბლის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ივნისში სტადიონზე მომღერალ სემ ფენდერის ორი კონცერტია ჩანიშნული, თუმცა ისინი ერთა ლიგის დასრულების შემდეგაა დაგეგმილი.

ტურნირის დაარსების დღიდან, ინგლისს ფინალური ეტაპისთვის არასდროს უმასპინძლია - დღემდე მასპინძლები პორტუგალია, იტალია, ნიდერლანდები და გერმანია იყვნენ.

როგორც წესი, დასკვნითი ეტაპის მასპინძლობის კანდიდატებად მხოლოდ ის ქვეყნები განიხილებიან, რომლებიც ერთა ლიგის ოთხეულში მოხვდებიან.

სხვა სტატიები