,,ზოგჯერ საჭიროა, მძიმე მატჩების თამაში და მოგებაც იცოდე'' - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა მალდერამ, საქართველოსთან მოგებული მატჩი შეაფასა:
,,სწრაფი გოლი, ერთი მხრივ, ძალიან დაგვეხმარა, მაგრამ, მეორე მხრივ, ტაქტიკური თვალსაზრისით, ცოტა უყურადღებოდ ვთამაშობდით. დღეს მოგება წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იყო და ზოგჯერ საჭიროა, მძიმე მატჩების თამაში და მოგებაც იცოდე.
რა თქმა უნდა, ბურთის ართმევას არ ვჩქარობდით. დღეს დრო ჩვენი მოკავშირე იყო. მართალია, ზოგიერთ ეპიზოდში უკან დავიხიეთ, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მოედანზე ძალიან რთული იყო. ჩვეულებრივ, ბურთს დროის 60%-ზე მეტს ვფლობდით და ვაგებდით, დღეს კი ნაკლებად ვფლობდით და მოვიგეთ.
ბიჭებს ვთხოვე, ხასიათის თვალსაზრისით მაქსიმუმი დაედოთ, მათ გულშემატკივრებისთვის სიხარულის მინიჭება ძალიან უნდოდათ. დღეს საქმე ტაქტიკას არ ეხება, მათ ხალხის გახარების უზარმაზარი სურვილი ჰქონდათ და ეს ტაქტიკაზე მნიშვნელოვანია.
კარგი, შეკრული გუნდი გვყავს. ფეხბურთელებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, კარგად გავიცანით ერთმანეთი და ახალგაზრდების ახალი ჯგუფიც მოვიყვანეთ. იმედი გვაქვს, რომ ტრავმირებულები დაგვიბრუნდებიან. ასევე, იმედია, მარტში უკეთ მოვემზადებით. გვინდოდა მეორეზე გავსულიყავით, მაგრამ სულ ცოტა დაგვაკლდა. უნდა გავაუმჯობესოთ ის ასპექტები, რომლებიც გაუმჯობესებას მოითხოვს.'' - ანდრეა მალდერა
ერთა ლიგის დასკვნითი ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 1:0 დამარცხდა.
რამაზ სვანაძის გუნდმა ჯგუფური ეტაპი გატანილი გოლის გარეშე, 2 ქულით, მე-4 ადგილზე დაასრულა.