უნაი ემერი: "თამაში დასრულებული მეგონა და წავედი"
პრემიერლიგის მე-10 ტურის მატჩში, 55 წლის სპეციალისტის, უნაი ემერის ასტონ ვილა იუნაიტედთან (რომელიც ახლა მე-18 ადგილზეა) ჯერ 2:0, ხოლო შემდეგ 4:2 უგებდა, თუმცა პატრიკ დორგუს მიერ 96-ე წუთზე გატანილი გოლის გამო, გამარჯვება ხელიდან გაუშვა.
უნაი ემერის განცხადებით, ის გაბრაზებული იყო მას შემდეგ, რაც მანჩესტერ იუნაიტედმა მსაჯის მიერ დამატებულ 6 წუთში, 2 გოლი გაიტანა. სწორემ ამან აიძულა ის, რომ საფინალო სასტვენამდე სათადარიგოთა სკამი დაეტოვებინა, რადგან „ეგონა, რომ თამაში დამთავრებული იყო“.
🚨🚨🎥| Unai Emery leaving the stadium the moment United equalized the game at the last minute.
— Kalshi FC (@KalshiFC) November 8, 2026
He was FURIOUS. pic.twitter.com/rSvcWJ9dis
მათ 96-ე წუთზე გაიტანეს, მსაჯმა კი ექვსი წუთი დაამატა. მეგონა, რომ თამაში დამთავრებული იყო, სწორედ ამიტომ დავტოვე სათადარიგოთა სკამი საფინალო სასტვენამდე.
ვბრაზობდი? რა თქმა უნდა. როგორ უნდა შეეგუო ბოლო წუთზე 2 გოლს? ეს ძალიან რთულია. ფეხბურთელებზე კი არა, თავად სიტუაციაზე ვბრაზობდი. ბოლო წუთამდე ვიგებდით და ორი ქულის მოპოვების შანსი ხელიდან გავუშვით.
ბოლო გოლი პრემიერლიგის რეალობასთან სუძუკის (ასტონ ვილას მეკარე) ადაპტაციას უკავშირდება. მეტოქეები აწვებიან და ხელს უშლიან. სხვა ქვეყნებში ამის უფლებას არ იძლევიან. ის მსგავს სიტუაციებს უკეთ მოერგება, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. ბოლო კუთხურის დროს, წესით, მეკარის დაცვაზე რომ ვყოფილიყავი ორიენტირებულნი, თავს დავიცავდით. - განაცხადა ასტონ ვილას მწვრთნელმა
ამ ფრის შემდეგ, ასტონ ვილა მე-10 ადგილზეა. მათ „ოლდ ტრაფორდზე“ 2021 წლის შემდეგ არ მოუგიათ. მანჩესტერ იუნაიტედს ამაზე ცუდი სიტუაცია 40 წელია არ ჰქონია - გუნდი გასავარდნ ზონაშია. აღნსანიშნავია ისიც, რომ მანჩესტერმა ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო ის, რომ 2-ბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, არ წააგო. რომასთან ჩემპიონთა ლიგაზე, 2:0-დან 3:2 მოიგო.