დეშამი მანჩესტერს არ ჩაიბარებს | ფრანგმა სპეციალისტმა შეთავაზება უარყო
მანჩესტერ იუნაიტედი მაიკლ კერიკის შემცვლელს აქტიურად ეძებს, მაგრამ კლუბს ამ პროცესში პრობლემები შეექმნა. "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები დიდიე დეშამითაც იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კლუბის შეთავაზება დაუყოვნებლივ უარყო. "წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის კატასტროფული სტარტის გამოსწორებას ცდილობენ.
ცხრა ტურის შემდეგ, გუნდს მხოლოდ 7 ქულა აქვს და მე-17 ადგილზეა. დეშამი თავისი კოლოსალური გამოცდილების გათვალისწინებით, კლუბის ხელმძღვანელობისთვის, მიმზიდველი კანდიდატი იყო, მაგრამ 58 წლის სპეციალისტმა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობისგან დისტანცირება გადაწყვიტა.
ფრანგი მწვრთნელის უარის შემდეგ, მანჩესტერელთა ხელმძღვანელობა უნაი ემერითაც დაინტერესდა, მაგრამ ეს ვარიანტი ნაკლებად შესაძლებლად მოჩანს. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი თავკაცი "ვილანელებთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.
"წითელი ეშმაკები" იულიან ნაგელსმანის კანდიდატურასაც განიხილავენ, თუმცა გერმანიის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს კრიზისში მყოფ კლუბთან მოლაპარაკების დაწყების სურვილი არ აქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ერთადერთ რეალურ კანდიდატად, ედი ჰაუ რჩება, რომელსაც მანჩესტერელთა ხელმძღვანელობა კერიკის გათავისუფლების შემთხვევაში განიხილავს. გადაწყვეტილება შესაძლოა მოახლოებული სანაკრებო პაუზის დროს მიიღონ.
Former France coach Didier Deschamps has reportedly told Manchester United he is not interested becoming the club's manager, with current boss Michael Carrick's future in doubt.
— BBC Sport (@BBCSport) November 6, 2026
Gossip ➡️ https://t.co/p0X75tf79u pic.twitter.com/BqtTMqrpiC