Belive

ოფიციალურად: მაიკლ კერიკი მანჩესტერ იუნაიტედიდან გაათავისუფლეს

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ იუნაიტედმა გუნდის მთავარი მწვრთნელი, მაიკლ კერიკი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

კერიკს გადაწყვეტილება მას შემდეგ აცნობეს, რაც გუნდის ხელმძღვანელები, ომარ ბერადა და ჯეისონ უილკოქსი მონაკოში, გუნდის მფლობელ სერ ჯიმ რეტკლიფთან გამართული მოლაპარაკებებიდან დაბრუნდნენ.

კერიკმა მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში სრულფასოვან მწვრთნელად ჩაიბარა მას შემდეგ, რაც გასულ სეზონში, დროებითი მწვრთნელის რანგში შთამბეჭდავი შუალედური პერიოდი ჰქონდა.

45 წლის სპეციალისტმა კლუბი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე გაიყვანა და წინა მწვრთნელის, რუბენ ამორიმის ხელმძღვანელობით დაწყებული ცუდი სტარტის შემდეგ, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა.

მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის პრემიერ ლიგაში 10 ტურის შემდეგ დაგროვებული 8 ქულით გასავარდნ ზონაში იმყოფება და მე-18 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები