უმძიმესი დარტყმა იაპონიას - მინამინო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
იაპონიის ეროვნული ნაკრებისა და მონაკოს 30 წლის შემტევი ნახევარმცველი - ტაკუმი მინამინო, საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში დაიმტვრა და მოედანი აცრემლიანებულმა მატჩის 36-ე წუთზე დატოვა.
ერთი შეხედვითაც შესამჩნევი იყო, რომ მისი ტრავმა ურთულესი აღმოჩნდებოდა, თუმცა ფრანგულმა კლუბმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ მან მარცხენა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და დადასტურებულია, რომ იგი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.
Lors du 32e de finale de Coupe de France disputé à Auxerre, notre milieu de terrain Takumi Minamino a été touché au genou gauche.
— AS Monaco 🇲🇨 (@AS_Monaco) December 22, 2025
Les examens médicaux ont révélé une rupture du ligament croisé antérieur.
Takumi pourra compter tout au long de son rétablissement sur le soutien de… pic.twitter.com/khinJoeXxP
ტაკუმი მინამინო იაპონიის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ლიდერია, რომელზეც იაპონიის ნაკრების მწვრთნელს არაერთხელ უთქვამს, რომ თამაშს მასზე აგებს - იგი ნაკრების ხერხემალია.
30 წლის შემტევი ნახევარმცველი იაპონიის ნაკრებში 2015 წლიდან თამაშობს, რა პერიოდშიც მან 2 მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, იაპონიის ნაკრებში კი ჯამში 73 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 26 გოლის გატანა შეძლო.
გარდა სანაკრებო კარიერისა, მინამინოს საკმაოდ მდიდარი საკლუბო კარიერაც აქვს - იგი ლივერპულში, საუთჰემპტონში და ზალცბურგში თამაშობდა, უკვე 3 წელია კი მონაკოს ღირსებას იცავს, სადაც 120 თამაში ჩაატარა, თავი გოლით კი 23-ჯერ გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ იაპონია მსოფლიო თასზე F ჯგუფში: ნიდერლანდების, ტუნისისა და UEFA PLAY-OFF B-ს გამარჯვებულს დაუპირისპირდება (უკრაინა, შვედეთი, პოლონეთი, ალბანეთი).